ინტერდისციპლინური მიმართულება შეიქმნა 2015 წელს. მიმართულება სტუდენტებს სთავაზობს ხუთ სამაგისტრო (გენდერის კვლევა; კონფლიქტების ანალიზი და მართვა; ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება; მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი); პოსტსაბჭოთა ტრანსფომაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება (ინგლისურენოვანი ქართული კომპონენტებით)) და სამ სადოქტორო (კონფლიქტების ანალიზი და მართვა; ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება; ურბანისტიკა) პროგრამას.
პროგრამებზე სტუდენტებს შეუძლიათ დაეუფლონ თეორიულ, პრაქტიკულ და ემპირიულ ცოდნას, რომელიც ეხება დისციპლინათშორის მიმართებებს. კურსდამთავრებულებს სხვადასხვა დისციპლინის თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით შეუძლიათ დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის ორგანიზება და განხორციელება. მიმართულების პროგრამების სასწავლო პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალი (ქართველი და უცხოელი).